უკრაინული მხარის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ კონკრეტული დრო დასახელდეს და ნაბიჯები გაიწეროს - სესკურია
„უკრაინული მხარის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ კონკრეტული დრო უნდა დასახელდეს და კონკრეტული ნაბიჯები უნდა იყოს გაწერილი“, - ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარმა, ნათია სესკურიამ გააკეთა.
სესკურია ამბობს, რომ უკრაინა ითხოვდა კონკრეტული დროის დასახელებას, როდის გაწევრიანდებოდა უკრაინა ალიანსში.
სესკურიას თქმით, მანამ, სანამ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები 3 ელემენტისგან შემდგარ გეგმაზე შეთანხმებოდა, ამ საკითხებზე შეჯერება პრობლემური იყო.
უკრაინული მხარე, განსაკუთრებით პრეზიდენტი ზელენსკი, იყო ძალიან მკაცრი. მათ აქვთ ყველანაირი უფლება, რომ მოითხოვონ უკრაინის გაწევრიანება ნატოში. კულუარებში საუბრობდნენ იმაზე, რომ ძალიან პრობლემური იყო ამ ჩანაწერის შეთანხმება და მთელი რიგი დისკუსიები გაიმართა, რომელიც დროში უფრო გაიწელა იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო ჩანაწერი. დღეს ვნახეთ, რომ უკრაინის არაერთი წარმომადგენელი აფიქსირებდა უკმაყოფილებას, რადგან მათი მოლოდინები განსხვავებული იყო,“ - ამბობს ნათია სესკურია.