ვიღაცებმა ამას დაარქვეს MAP 2 - კობა ლიკლიკაძე კომუნიკეში უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე
"ვიღაცებმა ამას დაარქვეს MAP 2. ეს პირობები, ფაქტობრივად, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე არისო კიდევ ერთი დამატებითი სამოქმედო გეგმა," - ეს განცხადება "რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროს ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძემ გააკეთა.
ლიკლიკაძის თქმით, ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა კონკრეტული დროის დასახცელებას ითხოვდა, თუ როდის გაწევრიანდება ომში მყოფი ქვეყანა ალიანსში.
თუ ერთ-ერთი პირობებთაგანია ამ სასტიკი ომის დასრულება, ეს არ არის იოლი არც ამოცანა და არც მოკლე ნაბიჯი. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს გრძელი ნაბიჯი. ვიღაცებმა ამას დაარქვეს MAP 2. ეს პირობები, ფაქტობრივად, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე არისო კიდევ ერთი დამატებითი სამოქმედო გეგმა. არის ასეთი განწყობა იმიტომ, რომ უკრაინას სურს ძალიან სწრაფად მიიღოს ალიანსისგან დაპირება, რომ ამ ვადაში, მაგალითად, ჰიპოთეტურად, 2024 წლის სექტემბრისთვის მიღებს უკრაინა მისაწვევს წევრობისთვის, მაგრამ ასეთი რამ, როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსში ასეთი კონსენსუსი არ არსებობს,“ - ამბობს ლიკლიკაძე.