დიქტატურით, ოლიგარქიული მმართველობით NATO-ს წევრი ვერ გახდები - პეტრე ცისკარიშვილი
„დიქტატურით, ოლიგარქიული მმართველობით NATO-ს წევრი ვერ გახდები,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.
პეტრე ცისკარიშვილი ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს ეხმაურება, სადაც კომუნიკეში საქართველოსთან დაკავშირებით უცვლელად გადმოიტანეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული ჩანაწერი და ქვეყანას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდეს.
პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით, საქართველოს მთავრობას ალიანსთან დაახლოება არ სურს და მიზეზი რუსეთთან მჭიდრო კავშირებია. ცისკარიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას იმ რეფორმების გატარება არ სურს, რაც ალიანსსა და ევროკავშირში წევრობას სჭირდება.
საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არ აქვს ნება და სურვილი, რომ წინ წავიწიოთ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. უპირველესი მიზეზი არის ის, რომ რუსეთი მართავს დღევანდელ ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, რუსეთი არ მოგიწოდებს იმისკენ, რომ მოდი, ვინც ხარ საქართველოში პრემიერი თუ არაფორმალური მმართველი გაატარე რეფორმები, დაუახლოვდი NATO-ს, გამოთქვი პოლიტიკური მისწრაფება და ნება იმისთვის, რომ ალიანსის წევრი გახდე... ევროკავშირი თავისი რეფორმებით არ უნდათ, თორემ ის, რომ საბუთი ხელში დააჭერინო, რომ კანდიდატის სტატუსი გაქვს ამ წლის ბოლოს, რომ მერე ამ ფურცლით გავიდეს, ეგ უნდა," - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.