როგორც ჩანს, მეტი პოლიტიკური ვაჟკაცობა სჭირდება მიშა სააკაშვილის შეწყალებას - ცისკარიშვილი

11.07.23 21:48
როგორც ჩანს, მეტი პოლიტიკური ვაჟკაცობა სჭირდება მიშა სააკაშვილის შეწყალებას - ცისკარიშვილი

"როგორც ჩანს, მეტი პოლიტიკური ვაჟკაცობა სჭირდება მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.

ცისკარიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ახლა უმთავრესია, რომ ამომრჩეველთან პირისპირ კომუნიკაცია შეძლოს.

როგორც ჩანს, მეტი პოლიტიკური ვაჟკაცობა სჭირდება მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. უფლება, რომ არის მაგიტომ ვამბობს, რომ პოლიტიკური ვაჟკაცობა სჭირდება, რომ შენი დისკრეციული, კონსტიტუციური უფლება გამოიყენო და ასეთი აქტი გამოსცე და ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალო და არა მიზეზებს გამოეკიდო,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

მსგავსი სიახლეები