"კობახიძე და ღარიბაშვილები უნდა აფასებდნენ რადიკალურ ოპოზიციად" - ვისთან ითანამშრომლებს ენმ არჩევნებისთვის
მოხდება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინტეგრაცია - „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ პარტიებს შორის თანამშრომლობა განიხილება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური აქტორი იყოს გაერთიანებული ჩვენი გუნდის შიგნით, ვისაც ამის სურვილი ექნება - ორმხრივი მოძრაობაა გასაგებია, მაგრამ პირველ რიგში, იმ ადამიანებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერები უნდა იზიარებდნენ იგივე ფასეულობებს, კობახიძე და ღარიბაშვილები უნდა აფასებდნენ რადიკალურ ოპოზიციად - ეს არის ის ინდიკატორი, რაც ჩვენთვის მაჩვენებელია, რომ ესენი არიან მართლა ოპოზიცია და მართლა იბრძვიან,“ - ამბობს ცისკარიშვილი.