ხელისუფლებამ ჩააგდო რეფორმა, ჩააგდო NATO-ში პროგრესი - სამადაშვილი

11.07.23 22:21
ხელისუფლებამ ჩააგდო რეფორმა, ჩააგდო NATO-ში პროგრესი - სამადაშვილი

„იქ, სადაც მუშავდება გეგმა რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის მოკავშირეების ადგილი არ არის,“ - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ვილნიუსში მიმდინარე სამიტზე საქართველოს მთავრობის მეთაურის არ ყოფნას.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება „საბოტაჟს“ უწყობს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. 

სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის პასიურობის გამო, ქვეყანამ NATO-ს გზაზე წინ ვერ წაიწია.

დღეს უკრაინას უთხრეს, რომ შემოკლდა მისი გზა NATO-ში გაწევრიანებისთვის და საქართველოს უთხრეს, რომ ის იქ კი არ არის, სადაც იყო, არამედ ჩვენ რეალურად, კიდევ უფრო უკან ვართ, რადგან არანაირი პროგრესი ჩვენ არ გვაქვს. ვინ არის რეფორმების გატარებაზე პასუხისმგებელი - ხელისუფლება. ხელისუფლებამ ჩააგდო რეფორმა, ჩააგდო NATO-ში პროგრესი, არაფერი საერთო ამას ომთან არ აქვს. მეორე, რაც შეეხება იმას, რომ საერთოდ ამოღებული ყოფილიყო, ამაზე დიდი ხანია არის საუბარი, მე მაინტერესებს საქართველოს ხელისუფლებამ რა პოლიტიკური ძალისხმევა გაწია იმისთვის, რომ ლობირება გაეწია, მაგალითად, იგივე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში, როგორი შესაძლებლობა არის გაშვებული ხელიდან, რომ უკრაინასთან ერთად შეგვმოკლებოდა გზა NATO-ში გაწევრიანებისთვის, მაგრამ ცხადია, რომ ეს ვერ მოხდებოდა, არა მხოლოდ ჩაგდებული რეფორმის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამ დაპირისპირებაში, ამ ომში, სადაც თავისუფალი სამყარო იბრძვის უკრაინასთან ერთად, დადგა არასწორ მხარეს,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები