ზელენსკის ხისტი პოზიცია, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული - სააკაშვილი

11.07.23 22:29
ზელენსკის ხისტი პოზიცია, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული - სააკაშვილი

"პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული და იწვევს აღფრთოვანებას," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი NATO-ს იმ სახელმწიფოებს აკრიტიკებს, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ბუნდოვანი პოზიციები დააფიქსირეს.

ბუქარესტის სამიტის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც NATO-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ბუნდოვანმა პოზიციამ განაპირობა ომი საქართველოში და შედეგად ტერიტორიების დაკარგვა, ყირიმის დაპყრობა და აგრეთვე სრულმასშტაბიანი, დაუნდობელი, სისხლიანი ომი უკრაინაში, რომელიც დღესაც გრძელდება.
პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები ადრეც და მიმდინარე ვილნიუსის სამიტზეც, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული და იწვევს აღფრთოვანებას.
საჭიროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას," - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები