საქართველოზე კონცენტრაცია იმიტომ არ არის, რომ არ გვყავს პროდასავლური ხელისუფლება - ხატია დეკანოიძე
„საიდან იცის კობახიძემ, რომ საქართველოს არ შეეძლო მიეღო უკეთესი გაწევრიანების გეგმა, დაჩქარებულის სახით,“ - პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე სახელისუფლებო გუნდს აკრიტიკებს და NATO-ში გაწევრიანებისთვის პროგრესის არარსებობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას პროპაგანდის ასეთი ხაზი აქვს არჩეული, რომ უკრაინაში ომია და იმიტომ აქვს მეტი შესაძლებლობა NATO-ში გაწევრიანების.
პროპაგანდა გვეუბნება, რომ უკრაინაზე კონცენტრაცია არის იმიტომ, რომ იქ არის ომი. საქართველოზე კონცენტრაცია იმიტომ არ არის, რომ საქართველოს არ ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება. საქართველოზე კონცენტრაცია იმიტომ არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქიული კლეპტოკრატია თამაშობს რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საბოტაჟი მოუწყოს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, ოპოზიციას, მედიას,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.