უფრო დიდი ნაწილი სად გათეთრდა, სად წაიღო? - დეკანოიძე ივანიშვილზე

11.07.23 22:44
უფრო დიდი ნაწილი სად გათეთრდა, სად წაიღო? - დეკანოიძე ივანიშვილზე

„ხელისუფლება შინაარსობრივად არის რუსული, იმიტომ, რომ თვითონ ჭამს და არ აინტერესებს საკუთარი ეროვნული ინტერესები, შეიარაღებული ძალები,“ - ეს განცხადება პარლამენტის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილსა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს შორის მიმდინარე დავას გამოეხმაურა. დეკანოიძის შეფასებით, ამ საქმემ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა გაამჟღავნა, რომ თითქოს, ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ აქვს.

24 ათას ბიტკოინზეა საუბარი, იქ ივანიშვილი საუბრობს, რომ 34 მილიონზეა თითქოს საუბარი, 34 მილიონი იყო, 5 მილიონი დაუბრუნა, მოპარა. იცით, 24 ათასი ბიტკოინი რამდენია? თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომ შექმნეს, 760 მილიონია, მილიარდზეა საუბარი. საქართველოში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ბიზნესი არ აქვს - რატომ აქვს ასეთი შიში, შეთქმულების თეორიები ამერიკაზე - იმდენს წვავს ივანიშვილის კომპანია, შემდეგ იშოვეს მილიარდი, სად არის 24 ათასი მილიარდი, უფრო დიდი ნაწილი სად გათეთრდა, სად წაიღო? ამიტომ ასე ხდება, როდესაც ერთი ფავორიტი, რომელსაც აჭმევს ივანიშვილი, ჩანაცვლდება მეორეთი, ოღონდ ხალხი რჩება მშიერი,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები