მეუფე შიო საჯაროდ გამოჩნდა

12.07.23 10:43
მეუფე შიო საჯაროდ გამოჩნდა

პატრიარქის მოსაყდრე ერთთვიანი გაუჩინარების შემდეგ საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა. მეუფე შიო მუჯირი სამაბის საკათედრო ტაძარშია. 

"პირველების" კამერამ დააფიქსირა, როგორ მივიდა მაღალი იერარქი ტაძარში. 

ვინ ცდილობდა მეუფე შიოს განზრახ მკვლელობას, მისცა თუ არა ჩვენება პოლიციას  და რა ეტაპზეა გამოძიება? პატრიარქის თანამოსაყდრეს  კითხვები TV პირველმა დაუსვა, თუმცა მან ჩვენ არცერთ კითხვას არ უპასუხა. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მოწამლეს. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები