პროკურატურის საქმიანობა ბუნდოვანია, პარლამენტი უწყებას არ აკონტროლებს - მესამე სექტორი

12.07.23 11:25
პროკურატურის საქმიანობა ბუნდოვანია, პარლამენტი უწყებას არ აკონტროლებს - მესამე სექტორი

გაუჩინარებული პროკურორი და პარლამენტი, რომელიც პროკურატურის საქმიანობას არ აკონტროლებს - საკითხი არასამათვრობო სექტორმა მოიკვლია. 

„კანონის უზენაესობის ცენტრის„ მიერ მომზმადებულ დოკუმენტში წერია, რომ პოკურატურის საქმიანობა ბუნდოვანია, პარლამენტის მხრიდან კი ზედამხედველობა არ ხორციელდება. მესამე სექტორს კითხვები აქვს საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებითაც. ამბობენ, რომ საბჭო რომელიც სანქცირებული მოსმართლეებით  და ხელისუფლებასთან  დაახლოებული ხალხით არის დაკომლექტებული, რეალურად, უფუნქციო და პროკურტურის ინტერესების გამტარებელია.

საქართველოს პროკურატურაზე ზედამხედველობა არ ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელსაც კონსტიტუციით აქვს დაკისრებული მოვალეობა, რომ ყოველწლიურად ისმენდეს გენერალური პროკურორის ანგრაიშებს. ერთადერთი ორაგნო, რომლის წინაშეც გენერალური პროკურორი ამ წლების განმავლობაში, ისიც კანონის დარღვევით წარადგენდა თავის ანგარიშებს, ეს იყო საპროკურორო საბჭო და საპროკურორო საბჭო დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებით, სადაც არ ისმის არავითარი კრიტიკული მოსაზრება. ჩვენ დღეს საბჭოში გვყავს მოსამართლე ერთი,რ ომელიც სანქცირებულია აშშ-ს მიერ და ასეთი ტიპის პროკურატურების, ზოგადად, არის ძალიან საშიში, - ამბობს ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.

ამავე აზრზს იზიარებს ოპოზიციაც. დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართელოს პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე დახრული ორგანოა. 

3 წელზე მეტია გენერალური პროკურორი არ მოსულა საქართველოს პარლამენტში. პარლამენტის ბიუროს ნებისმიერი მიზეზით შეუძლია გადადოს ანგარიში და ბოლო 3 წელი საერთოდ არც კი წარადგენს პროკურატურა ანგარიშს, რაც არის, რეალურად, დარღვევა და რაც არის იმის მაჩვენებლი, რომ საქართველოს პროკურატურა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახურული ორგანო, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები