შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტ იქცა - ლონდა თოლორაია
საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის სკანდალურ მხილებას ეხმიანება.
ლონდა თოლორაიას თქმით, გოგა რაზმაძე, რომელიც სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს, საკუთარი საქმის პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეა.
თოლორაია შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დეპარტამენტი ხალხს დაშორდა:
ჩემთვის, როგორც ამ დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელისთვის, ჩემთვის, როგორც გოგა რაზმაძის ხელმძღვანელისთვის, მისი პოსტი იყო უმძიმესი წასაკითხი. იშვიათად შემხვედრია მსზე ღირსეული ადამიანი და ძალიან რთულია, ეს ადამიანი ისე გამოიყვანო წყობილებიდან, რომ მივიდეს იმ ზომამდე, რომ ეს პოსტი დაეწერა.
ბოლო პერიოდში ამ დეპარტამენტის მხრიდან საუბარი იმაზე, თუ რა გამოწვევებია ადამიანის უფლებათა სფეროში, ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებასთან არ მომხდარა, მე ასეთი აქტივობები არ მახსოვს. თქვენ თუ შეხვალთ ამ დეპარტამენტის გვერდზე დევს მხოლოდ ტრენინგები. ეს დეპარტამენტი გადაიქცა, რაღაც პოლიციის აკადემიის დანამატად", - ამბობს ლონდა თოლორაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა უწყება რამდენიმე საათის წინ ამხილა - გიორგი რაზმაძის თქმით, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში ყველაფერიმას შემდეგ შეიცვალა, რაც კურატირად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა.
რაზმაძის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც მან დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი „საქმეს ურჩევდა“ .