"ოცნება" ნატოს კარზე არა თუ არ აკაკუნებს, მას არც კი უახლოვდება - პეტრე ცისკარიშვილი
ნატოს გუშინდელი სამიტის შემდეგ ოპოზიცია ამბობს, საქართველომ ხელიდან ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა. ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ნატოში გასაწევრიანებლად არაფერს აკეთებს.
პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, შევარდნაძეც კი ამას ამბობდა, რომ ნატოს კარზე უნდა დავაკაკუნოთო. ესენი აკაკუნებენ კი არა, იმ კართან ახლოსაც კი არ მიდიან, ამაშია პრობლემა, დაკაკუნებას ვიღა ჩივის, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
უკრაინა ნატოს წევრი მაპის გარშე ომის დაწრულებისთანავე გახდება, საქართელოს კი ალიანსში მხოლოდ ვალდებულებების შესრულების შემდეგ მიიღებენ. ამ შედეგით დასრულდა ვილნიუსში გუშინ ისტორიული სმაიტის პირველი დღე.