ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა - გრიგოლ გეგელია
კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა საქართველოსთვის - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია გუშინ ვილნიუსში გამართულ ისტორიულ სამიტს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი ქმედებებით მოახერხა ის, რომ სამიტზე უკრაინის და საქართველოს გაცალკევება მოხდა.
ვილნიუსის სამიტი არის კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა. რეალურად, მომხდარია საქართველოს და უკრაინის გაცალკავება ამ ფორმატში და ვნახეთ ისიც, რომ არც პრემიერი და არც პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული და არც რეფორმები მიიჩნევა შესრულებულად, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
უკრაინა ნატოს წევრი მაპის გარშე ომის დაწრულებისთანავე გახდება, საქართელოს კი ალიანსში მხოლოდ ვალდებულებების შესრულების შემდეგ მიიღებენ. ამ შედეგით დასრულდა ვილნიუსში გუშინ ისტორიული სმაიტის პირველი დღე.