სპეცწოდებები გამოცდილების გარეშე - "ოცნება" თავდაცვაში ჩინ-მედლებს არიგებს
სამხედრო ჩინ-მედლები ყოველგვარი გამოცდილების გარეშე - "ქართულმა ოცნებამ"მაღალი თანამდებობის პირებს წოდებები დაურიგა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გენერალურ ინსპექციაში, თავდაცვის ძალებში, სამხედრო პოლიციასა და სამხედეო დაზვერვის დეპარტამენტში სპეციალური წოდებების მინიჭება შენარჩუნდება.
ჩანაწერს ოპოზიცია აპროტესტებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" სპეცწოდებას მინისტრის მოადგილებსაც ანიჭებს, რომლებიც შემდეგ პრივილეგიებით სარგებლობენ. მათი თქმით, ჩანაწერი ნატოს სტანდარტებს და დემოკრატიული პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ერთადერთი მიზანი, რის გამოც ამას ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის ამ შემთხვევაში მინისტრის მოადგილეებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების სურვილი, რაც ქმნის ლოიალურობის წინაპირობას და მეორეს მხრივ ეს არის დასავლეთის სტანდარტის და დემოკრატიის წინააღმდეგ სვლა, რასაც ვხედავთ, რომ ეს არის უკვე პოლიტიკის ნაწილი და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დასტურდება, მათ შორის კანონში ჩანაწერით, რომ ამ კანონს არათუ არაფერი არ აქვს ნატოს სტანდარტთან ამ კანონით ჩვეულებრივ საბჭოთა სისტემა ბრუნდება თავდაცვის სამინისტროში" - აცხადებს თეონა აქუბარდია.
რომან გოცირიძე კი მმართველ პარტიას საბჭოთა კავშირის მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს, დეპუტატი ამბობს რომ ხელისუფლება ევროკავშირის სტანდარტებს აცდა:
საბჭოთა კავშირში იყო მიღებული სამოქალაქო პოლიტიკური პირებისთვის გენერლების და და სხვა და სხვა სახის წოდების მიცემა. ეს არის ყოველგვარ ევროპულ სტანდარტებს აცდენილი. ეს, თავისთავად, უკვე მიუთითებს ქვეყნის ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე. მითუმეტეს, რომ ეს აცდენილია ნატოსა და ევროპის სტანდარტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართელოს აყენებს ბელარუსიის მსგავსი ქვეყნის რიგებში. ასე არის მხოლოდ ბელორუსიაში და ავტორიტარულ ქვეყნებში, - ამბობს რომან გოცირიძე.
"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ თავის დროზე ჩაწყობით იმდენი წოდება დარიგდა, რომ ტიტულატურამ აზრი დაკარგა.
ქოცები ისეთი ხალხია, რომ მათი მინისტრის მოადგილეები შეიძლება მარშლებიც კი იყვნენ არათუ გენერლები. ზოგადად, ამ ტიტულატურამ, გენერალმა, საქართველოში აზრი დიდი ხნის წინ დაკარგა, იმდენ ხალხს დაურიგეს სხვა და სხვა დროს ნაცნობობით, ჩაწყობით, რომ შეიძლება ახლა იმდენი გენერალი გვყავდეს, რამდენი მოქმედი ჯარისკაციც შეიძლება არ იყოს. ზოგადად, ვნახეთ გენერლის ფასი, მათი სიტყვის ფასი, დადიოდნენ გენერლები ჯანდაცვის კოდექსის განხილვაზე და ჩვეულებრივად ქოცები იყვნენ, დანამატი იყო „ქართული ოცნების“ და ახლა, უბრალოდ, პირდაპირ ადგნენ და ქოცებს დაურიგეს გენერლის ჩინი, - ამბობს იაგო ხვიჩია.
თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, რომელსაც პოლკოვნიკის წოდება აქვს, ირწმუნება, რომ მას არანაირი პრივილეგია არ აქვს. მისი თქმით, ყველაფერი, რაც კოდექსში ცაიწერა, კანონის ფარგლებში ჯდება.
თავდაცვის კოდექსის პროექტით არანაირი სიახლე ჩინებთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილეებთან მიმართებაში არ არის. არიან სამოქალაქო იფისში ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური წოდებები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლბიც მათ შორის, სხვა და სხვა წუყებებიდან გადმოვიდნენ თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებებით და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ დავანებოთ თავი მინისტრის მოადგილეებს, სხვა პოზიციებზეც არიან ასეთი ადამიანები, არ შეიძლება ჩამოერთვას უკვე მინიჭებული წოდებები, - ამბოლბს გიორგაძე.
ხელისუფლებისთის ოპოზიციის კრიტიკა გაუგებარია. ალუდა ღუდუშაურის თქმით, ოპოზიცია სისულელეს ამბობს, როცა მაღალჩინოსნების "გაკულაკებას" ითხოვს.
პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ მაგალითად, აქვს მას შესაბამისი პოლიტიკური ბეგრაუნდი, რატომ არ უნდა ჰქონდეს? როდესაც თუნდაც პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნება მას ყველაფერი ეს უნდა ჩამოერთვას და ასე ვთქვათ, გაკულაკებას ითხოვს ოპოზიცია თუ რა უნდათ, ვერ ვხვდები. სისულელეებს ამბობენ. მეტი საქმე თუ არ აქვს ოპოზიციას, ძალიან ცუდად ჰქონიათ საქმე, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.