ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკაავეს
13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკაავეს - შემზარავი დანაშაული ბათუმში მოხდა. როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ინფორმაცია თავდაპირველად TV 25-მა გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, მოზარდს ექსპერტიზა უტარდება, საქმეში კი ფსიქოლოგია ჩართული. დაკავებული კი წარსულში ნასამართლევია.