სკანდალი შინაგან საქმეთა სამინისტროში - ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო
სკანდალი შინაგან საქმეთა სამინისტროში - სახალხო დამცველი ინფორმირებულია შსს-ს თანამშრომელის საჯარო განცხადების შესახებ, სადაც გოგა რაზმაძე მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.
ლევან იოსელიანის თქმით, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მას პირადად მიმართა. სახალხო დამცველის აპარატმა კი მპკვლევა დაიაყო.
მომართა სახალხო დამცველის ოფისს, პირადადაც მომმართა და ჩვენ უკვე კვირაზე მეტია დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა და შესაბამისად შესაბამისი დეპარტამენტი მოიკვლევს ამ საკითხს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ამის შემდეგ სახალხო დამცველს რა პოზიცია ექნება მის განცხადებასთან დაკავშირებით. ერთ კვირაში ვერაფერი ვერ გამოვლინდება იმიტომ, რომ ამას აქვს თავისი პროცედურა ამ საქმის შესწავლას ამას დრო დასჭირდება. თვითონ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აპირებს ჩვენთან მოსვლასაც და გასაუბრებასაც შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან" - აცხადებს ლევან იოსელიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა უწყება რამდენიმე საათის წინ ამხილა - გიორგი რაზმაძის თქმით, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში ყველაფერიმას შემდეგ შეიცვალა, რაც კურატირად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა.
რაზმაძის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც მან დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი „საქმეს ურჩევდა“ .