"გაცდენები დაუგროვდა" - კობახიძე სერგეენკოს შესაძლო გაძევებაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ დავით სერგეენკოს საპარლამენტო მანდატს გაცდენების გამო უწყვეტენ. ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას თანაგუნდელთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.
გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა, ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ბატონ დავითთან და ამნის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ბატონი დავითი არის ჩვენი მეგობარი, გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სურს ბატონ დავითს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" დავით სერეგენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსულებას უწყვეტს. ოპოზიცია ამბობს, რომ სერგეენკოს რუსული კანონის წინააღმდეგ წასვლის გამო სჯიან.