"ოცნება" აჩვენებს, რომ დასჯის ყველას, ვინც რუსეთის მიმართ ლოიალური არ იქნება - სამადაშვილი სერგეენკოს გაძევებაზე
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბოლბს, რომ დავით სერგეენკოს "ოცნება" რუსეთისადმი არალოიალური დამოკიდებულების გამო სჯის. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება მოსკოვს დემონსტრირებს, რომ დასჯის ყველას, ვინც რუსულ დავალებას არ შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ მას თვითონ უნდოდა წასვლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცეს და ფაქტობრივად, ჩააყენეს ის ისეთ მდგომარეობაში, რომ სამაგალითოდ სამარცხვინოდ მოქცეოდნენ და გაეგდოთ პარლამენტიდან. ეს არის რუსული ხელისუფლების ხელწერა, რომელიც უსწორდება ყველას. ივანიშვილი და კობახიძე და სხვები, ვინც რუსულ დავალებებს ასრულებენ ჩვენს ქვეყანაში, აჩვენებენ, რომ დიახ, ისინი გასუწორდებიან თუნდაც მათი უახლოესი გარემოცვის წევრებს, ვინც არ აჩვენებს აბსოლუტურ ლოიალობას რუსეთის მიმართ, - ამბობს სამდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" დავით სერეგენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსულებას უწყვეტს.