ივანიშვილი ასეთი ნაბიჯებით პუტინს ერთგულებას უმტკიცებს - ბოკუჩავა სერგეენკოს შესაძლო გაძევებაზე

12.07.23 13:22
ივანიშვილი ასეთი ნაბიჯებით პუტინს ერთგულებას უმტკიცებს - ბოკუჩავა სერგეენკოს შესაძლო გაძევებაზე

ივანიშვილი ასეთი ნაბიჯებით პუტინს ერთგულებას უმტკიცებს, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა დავით სერგეენკოსთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტას. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელსუფლება, რომლის მმართველობაც პუტინზეა დამოკიდებული, მოსკოვის გულის მოსაგებად ყველა ახლო ადამიანსაც გასწირავს. 

ივანიშვილი ასეთი ნაბიჯებით ერთგულებას უმტკიცებს ვლადიმერ პუტინს, იმიტომ, რომ გადასარევად იცის, რომ რეალურად, მისი მმართველობა სწორედ პუტინზეა ჩამოკიდებული. შესაბამისად, ის გასწირავს აბსოლუტურად ყველას, რაოდენ ახლობელი არ უნდა იყოს ეს ადამიანი მისთვის, თუ საქმე შეეხება სწორედ მისი რეჟიმის პოზიციონირებას რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ პუტინმა მუდმივად უნდა დაინახოს, რომ ივანიშვილისთვის აღნიშნული საკითხი წითელი ხაზია და რომ ის ყოველთვის დაიკავებს პრორუსულ პოზიციებს ნებისმიერ საკვანძ საკითხზე, - ამბობს ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" დავით სერეგენკოს  პარლამენტის წევრის უფლებამოსულებას უწყვეტს.  

მსგავსი სიახლეები