მივესალმები, თუ გიორგი ვაშაძე გადაწყვეტილებას მიიღებს, ენმ-სთან ერთად არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა - ბოკუჩავა
მხოლოდ მივესალმები, თუ გიორგი ვაშაძე გადაწყვეტილებას მიიღებს, ენმ-სთან ერთად არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა - ამის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა ამბობს, რომ ფორმალიზებული დისკუსია აღნიშნული საკითხის პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა.
"ფორმალიზებული დისკუსია აღნიშნული საკითხის პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა, თუმცაღა მე მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ამ ადამიანს, ამ პოლიტიკოსს გააჩნია ძალიან დიდი რესურსის" - ამბობს თინა ბოკუჩავა.
პეტრე ცისკარიშვილმა გუშინ "რეაქციაში" არ გამორიცხა, რომ ენმ-ს შესაძლოა გიორგი ვაშაძე შეუერთდეს.