ნიკა მელიაზე თავდასხმა, არა მგონია სწორი იყოს საქმისთვის - კირთაძე

12.07.23 14:07
ნიკა მელიაზე თავდასხმა, არა მგონია სწორი იყოს საქმისთვის - კირთაძე

ნიკა მელიაზე თავდასხმა, არა მგონია სწორი იყოს საქმისთვის - მელიას ფლანგი პარტიის ახალ მენეჯმენტს პასუხობს.

გიორგი კირთაძის თქმით, პეტრე ცისკარიშვილის გუშინდელი გაცხადება საწყენია და არ არის ის ფრომა, რაც პარტიას მიშა თავისუფლებასთან და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლასთან მიიყვანს.

"რას ნიშნავს პარტიის მმართველობას დავუახლოვდეთ ან პარტიას დავუახლოვდეთ. არსად წავსულვართ პარტიიდან, პირადად მეც არსად წავსულვარ პარტიიდან. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, უბრალოდ ეს არის საწყენი და რა ვიცი მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი ფორმა, მგონია, რომ ეს არის არის ის გზა, რაც დაგვაახლოებს მიშა თავისუფლებასთან და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლასთან ვისურვებდი, რომ სხვა ტიპის განცხადებები მომესმინა მე პირადად. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს ნიკა მელია, ამდენად თავდასხმა ნიკა მელიაზე არა მგონია იყოს საქმისთვის სწორი" - გიორგი კირთაძე.

ენმ-ს გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა გუშნ "რეაქციაში" თქვა, რომ  ნიკა მელია პარტიას აზიანებს.

 

მსგავსი სიახლეები