დაპირისპირება უნდა დასრულდეს, ერთად უნდა ვიბრძოლოთ სააკაშვილის და ქვეყნის ტყვეობიდან დახსნისთვის - ჯაფარიძე

12.07.23 14:12
დაპირისპირება უნდა დასრულდეს, ერთად უნდა ვიბრძოლოთ სააკაშვილის და ქვეყნის ტყვეობიდან დახსნისთვის - ჯაფარიძე

ენმ-ს წევრი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირება უნდა დასრულდეს და ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს სააკაშვილის და ქვეყნის ტყვეობიდან დახსნისთვის.

"მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როგორღაც დახსნა რუსეთის ტყვეობიდან და ქვეყნის განთავისუფლება რუსეთს ტყვეობიდან. ასე რომ, მე მგონია, რომ დროა რომ ერთმანეთთან ეს დაპირისპირება დასრულდეს და ერთად ყველამ კონსოლიდირებულად უნდა ვიბრძოლოთ ამიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნისთვის და მეორე ჩვენი ქვეყნის ტყვეობიდან დახსნისთვის" - სოფო ჯაფარიძე.

ენმ-ს გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა გუშინ "რეაქციაში" თქვა, რომ  ნიკა მელია პარტიას აზიანებს.

მსგავსი სიახლეები