შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი, ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან - მეუფე იაკობი

12.07.23 14:32
შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი, ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან - მეუფე იაკობი

შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი, ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა, ის ვერცერთ ვერსიას ვერ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ პატრიარქის მოსაყდრეს საპატრიარქოში მტერი არ ჰყოლია.

„მეუფე შიო წესიერი კაცია. გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს? რაფინირებულად საუბრობს. საუბრობთ, შორენა თეთრუაშვილიო - შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი. ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან. ვერ გეტყვით {ვისი ინტერესია}. როდესაც გავიგე, რომ შრომისუნარიანია, ცუდზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, მიზეზი. დღეს შეიძლება ბევრი ჩინური პროდუქცია იყოს, ხომ იცით, რაც ხდებოდა სათამაშოებზე. არ ვიცი, რომელი მეტალი იყო მის სისხლში.

მე ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მოწამლეს. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.  

მსგავსი სიახლეები