გადაწყვეტილება ივანიშვილს არ მიუღია, სერგეენკო პოლიტიკიდან საკუთარი ნებით მიდის - თალაკვაძე

12.07.23 15:17
გადაწყვეტილება ივანიშვილს არ მიუღია, სერგეენკო პოლიტიკიდან საკუთარი ნებით მიდის - თალაკვაძე

"ქართული ოცნების" ლედერი არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ დავით სერგეენკოს საპარლამენტოს საქმიანობის გაგრძელება თავად აღარ სურს. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, სერგეენკო უკვე თვეებია საპარლამენტო საქმიანობაში აღარ მონაწილეობს, ამიტომ სექტმებრში უმრავლესობა მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს. 

ამასთან, თალაკვაძე ოპოზიციის ეჭვებსაც პასუხობს და ამტკიცებს, რომ აღნიშნულ საკითხში ივანიშვილის ხლი არ ურევია და ის საერთოდ პოლიტიკიდან წასულია. 

როგორც ჩანს, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან გავიდეს და განაგრძოს სხვა სფეროში საქმიანობა. ის აღარ მონაწილეობს ბოლო თვეების განმავლობაში საპარლამენტო მუშაობაში, შესაბამისად, პარლამენტი რეგლამენტის თანახმად სექტემბერში იმსჯელებს ამ საკითხზე. ჩვენ მასთან გვექნება კონსულტაცია და მოვისმენთ მის გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით მივიღებთ უკვე ჩენს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ის გასულია პოლიტიკიდან. მესმის, რომ თქვენ ძალიან ცდილობთ და გინდათ, რომ დააბრუნოთ ის პოლიტიკაში, მაგრამ ის პოლიტიკიდან გასულია და არ მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყტვეტილების პროცესში, ეს ერთი, - ამბობს თალაკვაძე. 

"ოცნების" ლდიერი გიორგი ბაჩიაშვილის საკითხსაც ეხმიანება და ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ობიექტური მიზეზებით მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ბატონ ბაჩიაშვილს, მასთან არსებობს სამართლებრივი დავა. ვერ წავიდა თქვენი პარტია თუ პოლიტიკური ბანაკი იწირება-არიწირებას იქით, - ამბობს თალაკვაძე. 
 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" დავით სერეგენკოს  პარლამენტის წევრის უფლებამოსულებას უწყვეტს. ოპოზიცია ამბობს, რომ  სერგეენკოს რუსული კანონის წინააღმდეგ წასვლის გამო სჯიან.  

მსგავსი სიახლეები