ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან - თალაკვაძე ევროპარლამენტარებზე

12.07.23 15:40
ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან - თალაკვაძე ევროპარლამენტარებზე

ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან, - ასე აფასებს არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარების "მთავარი არხის" დამფუძნებელთან შეხვედრას. "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ევროდეპუტატები ქართულ საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან, როცა გვარამაის თავისუფალი მედიის ფლაგმანად წარმოაჩენენ. 

ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან. პრინციპში, იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართული საზოგადოების თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში. სინამდვილეში, ადამიანი, რომელიც იყო საქართველოში მედიის მიმართ ტერორის და დარბევების უკან, ამის მთავარი შემფუთავი და ამის ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელი. ჩვენი წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალი ადამიანების წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე სულ სხვა არის-, - ამბობს თალაკვაძე. 

შეგახსენებთ, რომ  ევროპარლამენტარებმა ნიკა გვარამია  ბრუსელში მიიწვიეს. შეხვედრა გუშინ შედგა. ევროდეპუტატებმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი დააჯიდლოეს და გვარამიას თავისუფალი მედიის სიმბოლო" უწოდეს.  

მსგავსი სიახლეები