უკრაინის შეყვანა ნატოში შუა ომის პერიოდში, ნიშნავს, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში ერთვება - ჯეიკ სალივანი

12.07.23 15:43
უკრაინის შეყვანა ნატოში შუა ომის პერიოდში, ნიშნავს, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში ერთვება - ჯეიკ სალივანი

ალიანსის წევრები ამბობენ, სანამ უკრაინის ტერიტორიაზე პუტინის ომი მიმდინარეობს, უკრაინის ნატოში ინტეგრაცია ვერ მოხერხდება.

ჯეიკ სალივანის განცხადებით, უკრაინის შეყვანა ნატოში შუა ომის პერიოდში, ნიშნავს, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში ერთვება.

სალივანი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, იმას რაც ნატოს კომუნიკეში ჩაიწერა უკრაინის შესახებ, ალიანსის ლიდერების ფართო მხარდაჭერა ჰქონდა.

არ ვიცი რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, ნატო უკრაინასთან მინართებაში უფრო შორს უნდა წასულიყო. ვფიქრობ, ალიანსში იყო ფართო კონსესუსი, უკრაინის შეყვანა ნატოში ზუსტად ახლა, შუა ომის პერიოდში ნიშნავს, რომ ნატო ერთვება ომში რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ არის საღი აზრი. უკრაინამ გადადგა ძირეული ნაბიჯები რეფორმების გზაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიულ სექტორში, მაგრამ უფრო მეტი ნაბიჯია საჭირო, რათა ყველა მოთხოვნა შესრულდეს, ისე როგორც ეს უნდა გააკეთოს ყველა ქვეყანამ, რომელსაც ალიანსის წევრობა უნდა. საბოლოო ჯამში, იმას რაც ნატოს კომუნიკეში ჩაიწერა უკრაინის შესახებ, ალიანსის ლიდერების ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. ვიცი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა ამ სიტყვებთან დაკავშირებით და მესმის ეს მისი პერსპექტივიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ალიანსის თვალით შევხედავთ, ლოგიკა რომელიც მე აღვწერე, უფრო რეალისტურია". - აღნიშნა სალივანმა 

მსგავსი სიახლეები