მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუყოვნებლივ დაიწყეთი მპიჩმენტის პროცედურა ქალაქის მერის მიმართ - ნათელაშვილის ბრიფინგი

12.07.23 16:13
მოვუწოდებ ოპოზიციას,  დაუყოვნებლივ  დაიწყეთი მპიჩმენტის პროცედურა ქალაქის მერის მიმართ - ნათელაშვილის ბრიფინგი

მოვუწოდებ ქალაქის საკრებულოში მყოფ ოპოზიციას, დაიწყეთ დაუყოვნებლივ იმპიჩმენტის პროცედურა ქალაქის მერის მიმართ - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისი ტრაგედიათა ქალაქი ხდება, ხოლო მერი მომხდარ უბედურებებზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს: 

"თბილისი სამწუხაროდ თანდათან კასკადურ ტრაგედიათა ქალაქი ხდება. ადამიანები, ახალგაზრდები იღუპებიან აუზებში, პარკებში, იგუდებიან სახლებში გაზით, იხოცებიან დენის დარტყმით, იღუპებიან ავარიულ გზებზე მოძრაობით, ვარდებიან ხარაჩოებიდან და საბოლოო ჯამში, აი ამ ტრაგედიებზე არავინ პასუხს არ აგებს თუ არ ჩავთვლით ქალაქის მერის ფარისევლურ სახეს მთავრობის სხდომაზე და გამოცხადებულ ცალყბა სამძიმარს. ამით მთავრდება ყველაფერი. ამის გაგრძელება არის დანაშაული, მოგეხსენებათ საფრანგეთი რევოლუციის პირზეა იმის გამო, რომ 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, აგერ  წყნეთში დაგვეღუპა კიდევ ახალგაზრდა, რომელიც შევიდა საზოგადოებრივი თავშეყრის პარკში, ფანჩატურში, დაჯდა დაარტყა დენმა, ისევე როგორც ქალაქის მერის მიერ მიწვეული 13 წლის ბავშვი ვაკის პარკში ჩავიდა აუზში სადაც 380 ვოლტი დაახვედრეს დენი და ისიც დაგვეღუპა.

მე მოვუწოდებ ქალაქის საკრებულოში მყოფ ოპოზიციას, დაიწყეთ დაუყოვნებლივ იმპიჩმენტის პროცედურა ქალაქის მერის მიმართ, რომელსაც საკუთარი შვილები, საკუთარი ბიზნესის და ოჯახის მეტი არაფერი აინტერესებს და ჩვენ და ეს ქვეყანა უნდა გამოსაყენებლად მილიარდების საშოვნელად", - განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა. 

პირველი "ლეიბორისტის" მიმართვის ადრესატი პარლამენტიცაა - შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ წყნეთის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მერიას აკისრია, რადგან მას მაკონტროლებელის ფუნქცია აქვს, რომელიც არ შეასრულა: 

მე მოვუწოდებ პარლამენტს თუ დარჩა იქ ადამიანები დარჩნენ ვისაც უყვარს თავის შვილები მაინც. ნებისმიერი შვილი და ოჯახის წევრი შეიძლება დადგეს ასეთი საფრთხის წინაშე ამ პირობებში, განიხილეთ ქალაქის მერის,  მმართველი პარტიის გენერალური მდივნის საკითხი მის დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობაზე. მე მოვუწოდებ მსოფლიო ქალაქთა გაერთიანებას, რომლის შტაბ ბინა ესპანეთშია, გარიცხეთ თქვენი შემადგენლობიდან ქალაქის მერი კახი კალაძე, თბილისის მერი რადგან არცერთ მეგაპოლისში არცერთ დედაქალაქში მერიის უპასუხისმგებლობით ამდენი ხალხი, ამდენი ახალგაზრდა არ დაღუპულა. არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მერიას არ ჩაუტარებია რემონტი, ვაკის პარკში ხომ ჩაატარა რემონტი და წყალში შეუშვა ის დენი ამაზე აგეს პასუხის? რას ჰქვია რემონტები ჩაუტარებია და დენი ვიღაცამ გაიყვანა, ვიღაცამ რომ ბომბი დადოს ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. ერთი ბებია რომ გამოვიდეს გარემოვაჭრე ქალაქის გარეუბანში 10 კონტროლიორი დაადგება, ვიღაცამ გაიყვანა საზოგადოებრივ პარკში ფანჩატურში ელექტრო დენი და ამის თაობაზე ვერავინ ვერ გაიგო ვერაფერი, მაშინ როდესაც ნიუ-იორკი 25 მილიონიანი ნიუ-იორკის მერიის შტატში 800 თანამშრომელია თბილისის მერიის შტატში 7000 თანამშრომელია ხოლო ქალაქის მერი იმისათვის , რომ ილაპარაკოს და დაუწერონ ეს ტექსტები 25 მილიონს იხდის ქალაქის ბიუჯეტიდან, რათა ეს სიცრუე შეფუთოს, იფარისევლოს და გამოვიდეს მორიგი ნიანგის ცრემლებით. უნდა დამრთავდეს ეს უპასუხისმგებლობა და ძალიან მალე დამთავრდება პირობას ვაძლევ მათ", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები