აშშ-მ სერბეთის დაზვერვის სააგენტოს დირექტორი დაასანქცირა
აშშ-მ სერბეთის დაზვერვის სააგენტოს დირექტორი დაასანქცირა.
შტატებმა ალექსანდარ ვულინის ქონების კონფისკაციაც მოახდინა.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ვულინს ბრალად ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და საჯარო სამსახურის ბოროტად გამოყენება ედება.
ამას გარდა, აშშ-ის თქმით, ვულინი საჯარო თანამდებობას იყენებდა რუსეთის იმ ქმედებების მხარდასაჭერად, რაც ძირს უთხრიდა დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რუსეთს კი გავლენის მოხდენის დამატებით ბერკეტებს აძლევდა.
ამ გადაწყვეტილებას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი გამოეხმაურა და აშშ-ის ბრალდებები უარყო.