სააკაშვილის პალატაში ევროკავშირის ექიმების მისია სამედიცინო კვლევებს ატარებს - რა მოლოდინი აქვს ოჯახს

12.07.23 17:11
სააკაშვილის პალატაში ევროკავშირის ექიმების მისია სამედიცინო კვლევებს ატარებს - რა მოლოდინი აქვს ოჯახს

პრეზიდენტის სამედიცინო ექსპერტიზა დაწყებულია - მიხეილ სააკაშვილის პალატაში ევროკავშირის ექიმების მისია სამედიცინო კვლევებს უკვე  ატარებს. ხუთი სხვადასხვა პროფილის  ექიმი ევროკავშირიდან "ვივა მედში"  საგანგებო მისიით 2 საათის წინ შევიდა. 

მედიკოსები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად  შეამოწმებენ, პრეზიდენტის სამედიცინო ისტორიას შეისწავლიან და საბოლოოდ მისი ჯანმრთელობის შესახებ დასკვნასაც მოამზადებენ, თუმცა ის საჯარო არ იანება და "ქართულ ოცნებასთან" ერთად ევროპარლაემნტარებს გადაეგზავნებათ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა მედიასთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას ექსპერტები ტავად ნახავენ. 

გიული ალასანიას თქმითვე, პოლონელი მედიკოსების "ვივა მედში" შესვლა გართულდა: 

კიდევ კარგი, რომ ჩამოვიდნენ, კიდევ კარგი, რომ შევიდნენ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან გართულდა მათთვის ნებართვების მიცემა. ბრიუსელი იყო ჩართული ამ საქმეში ძალიან აქტიურად რამდენადაც ვიცი, მაგრამ დეტალები რაც ვიცი ლაპარაკიდან კერძო საუბრები იყო ხოლმე, იმისი თქმის უფლებაც არ მაქვს ჯერ-ჯერობით. ვნახოთ როგორ დამთავრდება. ადამიანი არის ცუდად, გუშინ მაგალითად ცუდად იყო და მა წუთში რა მოხდება არ ვიცი იმიტომ, რომ ყოველ წუთს შეიძლება, გუშინ ვუყურებდი და ვფიქრობდი ღმერთო ჩემო ფერი აღარ ჰქონდა მოტრიალდა ჩემკენ საერთოდ, ხელი დავადე არის კიდევ ცოცხალი თუ არა, აი ასეთი მდგომარეობაა" - აცხადებს გიული ალასანია.

 

მსგავსი სიახლეები