რეპრესიები გრძელდება - წულუკიანმა სამსახურიდან კიდევ 2 ადამიანი გაათავისუფლა

12.07.23 17:12
რეპრესიები გრძელდება - წულუკიანმა სამსახურიდან კიდევ 2 ადამიანი გაათავისუფლა

კულტურის მინისტრის რეპრესიები გრძელდება - თეა წულუკიანმა სამსახურიდან კიდევ 2 ადამიანი გაათავისუფლა.

კინორეჟისორებს დავით დავითიანს და ლევან აბდუშელიშვილს კინოცენტრიდან გათავისუფლების ბრძანება სულ რამდენიმე წუთის წინ მიუვიდათ. 

არ ვიცი რა კომისია იყო და ამ კომისიამ მიიღო ჩემი შრომითი ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილება. არავინ გამსაუბრებია. ის ადამიანები, ვინც ხმას არ იღებდნენ დატოვეს. ეს არის შერჩევითი სამართალი. ცირკია უბრალოდ, სასაცილოა რაც ხდება". - ამბობს აბდუშელიშვილი.

რაც შეეხება მეორე გათავისუფლებულ რეჟისორს, დავით დავითიანმა გათავისუფლების დოკუმენტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მეც მიმაყოლეს :დ და არამარტო. ვინც დაგტოვეს, ისინიც თუ წამოხვალთ, იქნებ შეგროვდეს მელ გიბსონის ჩამოსაყვანად თანხები" - წერს დავით დავითიანი.

მსგავსი სიახლეები