სურათი ძალიან საშიშია - წყნეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ექსპერტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს
წყნეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ექსპერტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს - სპეციალისტები იმ სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც მთელს ქვეყანაში არსებობს.
სანდრო შელიას თქმით, საქართველოში არის ცალკეული დენის წყაროები, რომელიც საშიშად გამოიყურება.
ძალიან ბევრი სურათი ვრცელდება, არის ცალკეული დენის წყაროები, რომელიც საშიშად გამოიყურება. უნდა შევხედოთ დიდ სურათს, საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. თუ სახელმწიფო გადაწყვიტავს, რომ უსაფრთხოება არის პრიორიტეტი, მათ თავისუფლად შეუძლიათ ამაზე კონტროლი.
შეუძლებელია, ვიღაცამ თვითნებურად და კუსტარულად გაიყვანოს ელექტროენერგია შუა პარკში, რომელიც ეკუთვნის თბილისის მერიას და ამას არავინ არ აკონტროლებდეს.
აქ მხოლოდ ორი ვარიანტია - ერთი, იმდენად არაპრიორიტეტულია, რომ ამას იმდენად არ აქცევენ ყურადღებას ან ეს საკითხი არის კონკრეტული უწყების პასუხისმგებლობის ქვეშ, მაგრამ მერიას ან იმ უწყებას, არ უნდა პასუხისმგებლობის აღება".- ამბობს სანდრო შელია.
რა გამოიძია და ვინ გამოკითხა 16 წლის კალათბურთელის საქმეზე გომალურის უწყებამ? - შინაგან საქმეთა სამაინიტრო ამტკიცებს, რომ საქმეს აქტიურად იძიებს, თუმა დილიდიან მედიას ამ საქმეზე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაბარებული არცერთი პირი არ უნახავს.