"აინტერესებდათ ჩემი ხედვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ვითარება საქართველოში" - გვარამია ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებს აინტერესებდათ მისი ხედვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ვითარება საქართველოში.
გვარამიას თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ცვლილებები გამორიცხულია.
მთავარი იყო ინტერესი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ ამ ხალხს ბევრჯერ აქვს მოსმენილი და ალბათ მობეზრებულიც, რა ხდება საქართველოში და კარგად იციან. როგორ უნდა შეიცვალოს და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს... ჩემი ხედვები, როგორ უნდა შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანია, ბევრი ახალი ადამიანის ჩართვა ცვლილებების პროცესში, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებიდან, მათ შორის ახალგაზრდების, და მე ვფიქრობ, რომ შეცვლის რესურსი და პერსპექტივა ნამდვილად არსებობს და სიტუაცია უიმედო საერთოდაც არ არის. მაგრამ, ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება. ამ ხელისუფლების პირობებში ცვლილებები გამორიცხულია უბრალოდ, ვერ მოხდება ეს," - ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ევროდეპუტატებს ხვდება.