ჩვენ მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება უმძიმეს ძალადობრივ გარემოში, შიშველი ხელებით ხელისუფლებასთან - მეზვრიშვილი

12.07.23 18:38
ჩვენ მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება უმძიმეს ძალადობრივ გარემოში, შიშველი ხელებით ხელისუფლებასთან - მეზვრიშვილი

მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება უმძიმეს ძალადობრივ გარემოში, შიშველი ხელებით ხელისუფლებასთან - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, საქართველოს ჰყავს გაფორმებულად ანტიდასავლური ხელისუფლება გვყავს და თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვალა, ქვეყანა კალაპოტში ვერ დაბრუნდება.

არავინ არ არის ძალადობაზე ზედამხედველი, არავინ აღარ არის ხმამაღლა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სიტყვის ამომღები. საზოგადოება დღეს არის დაუცველი. 

ჩვენ მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება უმძიმეს ძალადობრივ გარემოში, შიშველი ხელებით ხელისუფლებასთან, რომლის ხელშია დღეს ძალაუფლების მთელი ბერკეტი. წინასწარ რთულია პროგნოზი. გამოსავალი არის, რომ რაც შეიძლებ მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი არჩევანი.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ გაფორმებულად ანტიდასავლური ხელისუფლება გვყავს და თუ ამ ანტიდასავლურ ხელისუფლებას არ შევცვალეთ, ქვეყანას ვერ დავაბრუნებთ კალაპოტში, ასეთი ძალადობრივი პროცესებისთვის ვართ განწირულნი".- განაცხადა მეზვრიშვილმა "დიანა ტრაპაიძესთან დღის ამბებში".

მსგავსი სიახლეები