79 მომხრე და 6 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ თავდაცვის კოდექსი მეორე მოსმენით მიიღო
79 მომხრე 6 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ თავდაცვის კოდექსი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ამით საგაზაფხულო სესია დაიხურა - თავდაცვის კოდექსის მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე განახლდება. მას სექტემბერში მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.
12 აპრილს წამყვანმა კომიტეტმა კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.
კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოიღო ნორმა, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებელი 10 000 ლარს (ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის) შეადგენდა.
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება "არაკეთილსინდისიერი ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა" დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას.
ახალი კანონპროექტი მმართველმა პარტიამ პარლამენტში 2022 წლის დეკემბერში დააინიცირა. ინიციატივამ უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. კანონის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.