სახელმწიფო მეთაურები საგარეო საქმეთა მინისტრებს არ ხვდებიან, მთავრობამ უნდა ახსნას, რატომ არ დაესწრნენ სამიტს - იან კელი

12.07.23 20:21
სახელმწიფო მეთაურები საგარეო საქმეთა მინისტრებს არ ხვდებიან, მთავრობამ უნდა ახსნას, რატომ არ დაესწრნენ სამიტს - იან კელი

 

 

ნატოს ისტორიული სამიტი უკრაინისგან განსხვავებით საქართველოსთვის სრულიად უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველომ ნატოსთან დაახლოების შანსი ხელიდან გაუშვა.

მისი თქმით, სახელმწიფო მეთაურები საგარეო საქმეთა მინისტრებს არ ხვდებიან და ახლა საქართველოს მთავრობამ უნდა ახსნას, რატომ არ დაესწრნენ სამიტს.

იან კელი ამბობს, რომ ზურაბიშვილსაც შეეძლო წასულიყო და დასწრებოდა ამ მნიშვნელოვან სამიტს.

საქართველომ ნატოსთან დაახლოების შანსი ხელიდან გაუშვა. უფრო მეტად შემაშფოთებელია ის, რომ მთავრობის და საელმწიფო მეთაურები სამიტს არ დაესწრდნენ, რასაც მოჰყვება ინტერპრეტაცია , რომ საქართველო ნატოში ინტეგრაცას სერიოზუალდ არ აღიქვამს. ნატო უკრაინას და საქართველოს ყოველთვის ერთ პაკეთში მოიაზრებდა. ნატოს გადაწყვეტილებით უკრიანას მაპი არ სჭირდება ნატოში წევრობსითვის, საქართევლო კი ნატოს წევრი მხოლოდ წევრობის სამოქმედო გეგმის შესრულების შემდეგ გახდება, რაც დროში გაწელილი პროცესია და ქვეყანამ რუსეთისგან უფრო მეტ აგრესიას შეიძლება მიიღოს.

მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მისულიყვნენ და უმაღლეს დონეზე შეხვედროდნენ მათ მოკაშირეებს, სახელმწიფოს მეთაურებს და მიეღწიათ შეთანხმება, რომ საქართველო ყოფილიყო იმ ქვეყნების სიაში, რომელსაც ნატოში მაპის გარეშე შეიყვანდნენ. მთავრობას არც კი უცდია, მათ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა ასეთი შეხვედრები ჰქონოდათ.

სახელმწიფო მეთაურები საგარეო სსაქმეთა მინისტრებს არ ხვდებიან. ახლა მთავრობამ უნდა ახსნას რატომ არ დაესწრნენ სამიტს. არ ვარ დარწმუნებული, რომ რარიბაჭშვილი არ მიიწვიეს, მას შეეძლო იქ წასულიყო. რა ტქმა უნდა მისი განცხადებები ნატოსთან დაკავშრებით მიუღებელი იყო დასავლელი ლიდერებისთვის, მაგრამ ქალბატონ ზურაბიშვილსაც შეეძლო წასულიყო, რადგან მას აქვს რეპუტაცია. 

ვერ ვიტყვი, რომ მათ ნატოში ინტეგრაცია არ უნდათ, მაგრამ უფრო მეტად აღელვებთ ქვეყნის შიდა საკითხები, ვიდრე ევროპაში ინტეგრაცია. მათი განცხადებები, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, არის ერთერთი მიზეზი, რის გამოც სვამენ კითხვებს , რამდენად სეიროზულად არის განწყობილი საქართველოს მთავრობა ნატოში ინტერგაციისთვის. საინტერესოა, როგორ ინტერპრეტაციას მისცემენ მათ ანტიდასავლურ რიტორიკას აშშ-ში".- ამბობს იან კელი. 

უკრაინა ნატოს წევრი მაპის გარეშე გახდება. ომში მყოფი ქვეყანა დიდი შვიდეულისგან გრძელვადიან უსაფრთხოების გარატნიას მიიღებს და ეს არა ნატოს წევრობის სანაცვლოდ, არამედ მის პარალელურად მოხდება.  ისტორიული სამიტი დასრულებულია. ნატო -უკრაინის ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი კი ახლა იწყება. ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ ეს კარგი სამიტი იყო, თუმცა იდეალური იქნებოდა მაშინ, თუ უკრაინა ალიანსში გაწევრიანების მიწვევას მიიღებდა.

ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინის მომავალი  ნატოშია- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა  ნატო-უკრაინის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. შტატები მზად არის  ყველა სახის დახმარება  მიაწოდოს უკრაინას, რომ თავიდან იქნას აცილებული საფრთხეები. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები