ბაჩიაშვილის შემდეგ სერგეენკო - ივანიშვილი, უახლოესი გარემოცვის გაწირვის სპეცოპერაციას აგრძელებს

12.07.23 20:13
ბაჩიაშვილის შემდეგ სერგეენკო - ივანიშვილი, უახლოესი გარემოცვის გაწირვის სპეცოპერაციას აგრძელებს

 

 

ბიძინა ივანიშვილი პუტინის გულის მოსაგებად უახლოესი გარემოცვის გაწირვის სპეცოპერაციას აგრძელებს. ბაჩიაშვილის შემდეგ სერგეენკო. ოცნების ძველ სახეს  პარლამენტიდან უშვებენ.  დეპუტატს, რომელიც პარტიის მესიჯ ბოქსს არასდროს ახმოვანებდა, სადეპუტატო მანდატს  ართმევენ. რუსულ კანონის წინააღმდეგ წასვლა სერგეენკოსთვის  საბედისწერო აღმოჩნდა. ივანიშვილმა არ აპატია და ამიტომ მისი მოშორების სპეცოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.  

სერგეენკო პარლამენტში  დიდი ხანია აღარ დადის. ის მარტის მძიმე მოვლენების გამო ოცნებაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავდა, ამიტომ  მმართველ გუნდს შეეძლო, მისი მანდატი უფრო ადრე შეეჩერებინა. მაგრამ დრო გააჭიანურეს.  რამდენიმე  თვის წინ სერგეენკოს  გაშვება გუნდიდან ნიშნავდა ვადამდელ არჩევნებს საბურთალოს ოლქში, ამიტომ  პროცედურები  იმ დროს დაიწყეს, როცა არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია.

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები