შსს შარშია - სისტემა მოქმედმა პოლიციელმა ამხილა

12.07.23 20:29
შსს შარშია - სისტემა მოქმედმა პოლიციელმა ამხილა

 

 

შს სამინისტრო დიდ შარშია.  სისტემა მოქმედმა პოლიციელმა  ამხილა.  საჯაროდ დაწერა ის, რის შესახებაც საუბარს ვერავინ ბედავს. სრული განუკითხაობა გომელაურის უწყებაში, დისკრიმინაციული მოპყრობა და თანამშრომლების დევნა ფეისბუქ პოსტების გამო. ადამიანის უფლებათა დაცვის  დეპარტამენტის ინსპექტორი რეპრესიებში  გომელაურის მოადგილეს, ალექსსანდრე დარახველიძეს ამხელს. 

ვინც შს სამინისტროში ხმას ამოიღებს და სისტემური პრობლემების შესახებ ალაპარაკდება, მის წინააღმდეგ რეპრესიებს იწყებენ. ასე მოხდა რაზმაძის შემთხვევაშიც. მას შემდეგ რაც  უწყების თანამშრომელმა განგაშის სიგნალი ჩართო და მინისტრის მოადგილე  დარახველიძეს მამხილებელი წერილი მისწერა,  გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და მის წინააღმდეგ არადამიანური მოპყრობა განახორციელეს. დიდი მხილების შემდეგ გომელაურის მარჯვენა ხელი დღეს თავის მართლების რეჟიმში ჩადგა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები