კალაძე პასუხისმგებლობას იხსნის - მერი წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიაში ადგილობრივ მოსახლეობას ადანაშაულებს

12.07.23 20:40
კალაძე პასუხისმგებლობას იხსნის -  მერი წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიაში ადგილობრივ მოსახლეობას ადანაშაულებს

 

 

კახი კალაძე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის. თბილისის მერმა 2 დღიანი დუმილი დააარღვია და დამნაშავეებიც ისე დაასახელა, რომ გამოძიებას არც კი დაელოდა. კალაძე  წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიაში  ადგილობრივ მოსახლეობას ადანაშაულებს. არადა სახეზეა კონკრეტული საჯარო მოხელეების გულგრილობა, რომელმაც ახალგარზდა ბიჭის სიცოცხლე შეიწირა. ამ დრომდე არ არის გამოკითხული იმ სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ სკვერში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

წლების განმავლობაში უყურადღებოდ დატოვებულ სადენებს 16 წლის დათუნა ჟღენტი ემსხვერპლა. ახლა მთავარ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რატომ არ შეამოწმეს თუნდაც კუსტარულად გაყვანილი დენის სადენები და სად იყო ზედამხედველობის სამსახური!

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები