ტკივილი არის წამების სახეობა, სააკაშვილს აქვს ეს ტკივილი - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს კობთან

12.07.23 23:26
ტკივილი არის წამების სახეობა, სააკაშვილს აქვს ეს ტკივილი - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს კობთან

TV პირველის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ პროფესორთან - სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარება მძიმეა და მესამე პრეზიდენტს ოპერაცია სჭირდება. 

ნობელიანტი ექიმი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სასამართლო პროცესზე ვიზიალურად ბოლო გამოჩენას აფასებს და ამბობს, რომ სააკაშვილი ძალიან გამხდარია და ისევ არ შეუძლია, ამოძრაოს მარცხენა მხრის სახსარი. 

კობი პირდაპირ ამბობს, რომ მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია

ის ძალიან ცუდად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ აღმოვაჩენდით მის სხეულში ვერცხლი წყალს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მისი სიცოცხლისთვის, მანამდე დადგინდა, რომ მას არ შეუძლია მარცხენა მხრის სახსრის მოძრაობა და ვერცხლის წყალმა ეს კიდევ უფრო დაამძიმა. დიახ, ეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშროებას."- აცხადებს გავლენიანი მედიკოსი.

ჯეიმს კობი "ქართული ოცნების" პროპაგანდასაც პასუხობს და ეკა მიშველაძის კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობდეს და ხელოვნურად მიეყვანა საკუთარი ჯანმრთელობა ამ მდგომარეობამდე. 

რეალური პრობლემა, რომელიც არ შეცვლილა, იმაშია, რომ მას გააჩნია კისრის კუნთების რიგიდობა და ტკივილი, მას არ შეუძლია თავის მარცხნივ მობრუნება, არ შეუძლია მარცხენა მხრის აწევა, მხრის სახსარში მოძრაობა და მას აქვს ტკივილი. ეს ტკივილი ამძიმებს მის მდგომარეობას და ტკივილი არის წამების ერთ-ერთი სახე... მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტკივილი არის წამების სახეობა. მას აქვს ტკივილი, ყველა მისი სურათი, რომელიც ვნახე მეტყველებს იმაზე, რომ მას აქვს ტკივილი და ამ ტკივილის მოსახსნელად მას სჭირდება სამედიცინო დახმარება. მას უკეთებენ ვალიუმის ინიექციებს, მაგრამ ვალიუმი არ არის ტკივილის გამაყუჩებელი მედიკამენტი. მას სჭირდება მაკორექტირებელი ქირურგიული ოპერაცია"- უთხრა TV პირველს კობიმ. 

მედიკოსი კიდევ ერთხელ იმეორებს რომ მიხეილ სააკაშვილსსჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისრის მიდამოში, სადაც არის მასიურად გამსკდარი მალთაშუა დისკი, რომელიც აწვება ზურგის ტვინს.

უფრო კონკრეტულად მედიკოსის განცხადებით, სააკაშვილს სჭირდება ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მხრის და მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრებზე.

კობის თქმით, საავადმყოფოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება, ამ ოპერაციების ჩატარება შეუძლებელია, მედიკოსი მისი საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას იძლევა. 

მას აქვს ტკივილი და ის გადაყვანილ უნდა იქნას ისეთ ადგილას, სადაც მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდება კისერზე, მხრისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებზე და მე არ მგონია, რომ იმ საავადმყოფოში, სადაც ის იმყოფება, ამ ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია"- აღნიშნა მედიკოსმა. 

 ამერიკელი პრფერსორი ირაკლი კობახიძის საპასუხოდ ამბობს, რომ ჯგუფმა რომლის წევრიც თავად იყო, ნობელის პრემია 1991 წელს მიიღო. 

მისი თქმით, საერთაშრისო წოდება მან როგორც ჯგუფის „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრმა მიიღო: 

მე არ მიმიღია ის ინდივიდუალურად, მე ის მივიღე, როგორც ჯგუფის „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრმა. ეს ჯგუფი იყო სახმელეთო ნაღმების აკრძალვისათვის მებრძოლი საერთაშორისო კამპანიის ნაწილი. ჩვენ ის მოვიგეთ, როგორც ჯგუფმა. სახმელეთო ნაღმების აკრძალვისკენ მიმართული მთელი საერთაშორისო კამპანია დაწყებული იყო ჩემს მიერ, როდესაც 1991 წელს, კამბოჯაში ჩავატარე ეპიდემიოლოგიური კვლევა სახმელეთო ნაღმების შესახებ. მე დავიწყე ეს კამპანია. მე მოვიგე ის, როგორც ჯგუფის „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრმა"- უთხრა TV პირველს ჯეიმს კობმა. 

მსგავსი სიახლეები