ეს ქვეყანა ქართველების აღარაა, ქართველები მონებად და არალეგალებად აქციეს - დავით ჭიჭინაძე

13.07.23 10:15
ეს ქვეყანა ქართველების აღარაა, ქართველები მონებად და არალეგალებად აქციეს - დავით ჭიჭინაძე

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე საქართველოს მოქალაქეების გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობსდ ა ამბობს, რომ  ჩვენი ქვეყანა ქართველების აღარაა, რადგან ხალხი მონებად და არალეგალებად აქციეს.

ჭიჭინაძის თქმით, სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქის დაცვის მექანიზმი არ გააჩნია და არც აინტერესებს.

ეს ქვეყანა ქართველების აღარაა.
ქართველები მონებად და არალეგალებად აქციეს.

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ისეთ დღეშია, სამშობლოში ცხოვრებას, გაქცევა და არალეგალად, მესამე, მეოთხე კატეგორიის სამუშაოს შესრულება ურჩევნია.

დარჩენილები კი, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ  საკუთარ ქვეყანაში ჩამოსული უცხოტომელების მონები ხდებიან, რადგან ქართველებისგან განსხვავებით, ამ ე.წ. ინვესტორებს  სასათბურე პირობები აქვთ შექმნილი.

მოკლედ, ჩვეულებრივი
მონათმფლობელური ქვეყანა ვხდებით.
სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქის დაცვის მექანიზმი არ გააჩნია და არც აინტერესებს და იმიტომ". - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

მსგავსი სიახლეები