ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველომ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას, საუბარია რეფორმებზე - კელი დეგნანი
ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველომ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას, საუბარია რეფორმებზე - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანის თქმით, რეფორმების გასატარებლად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება-სურვილია საჭირო.
"მესიჯი ვილნიუსის სამიტიდან, ძალიან მკაფიო იყო, რაც გულისხმობდა იმას,რომ ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება. გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ეს ნაბიჯები უნდა იყოს მკაფიო, საუბარია რეფორმებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, საიმისოდ, რომ საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რეფორმების გასატარებლად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება-სურვილია საჭირო" - ამბობს კელი დეგნანი.
ამერიკის პრეზიდენტის გზავნილი ქართულიი ოცნების ხელისუფლებას. ვილნიუსში გამართული ნატოს ისტორიული სამიტიდან ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა დასავლეთში ინტეგრაციისთვის სულ უფრო ცოტას აკეთებს. ჩვენი ქვეყანა შტატების მეთაურმა ბელორუსთან ერთად მოიხსენა - ქვეყანა სადაც ბრძოლას თავისუფლებისთვის ხალხი აგრძელებს.