ყველაფერი კეთდება ნულიდან, შეიძლება ვროკავშირის სამედიცინო მისია დღესაც შევიდეს - ჩალაძე
მიხეილ საააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელიმა გიორგი ჩალაძემ არ იცის, დღესაც შევლენ თუ არა სააკაშვილის პალატაში ევროკავშირის სამედიცინო მისიის წარმომადგენლები.
ჩალაძის თქმით, პოლონელ ექიმებს მესამე პრეზიდენტის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს ძალიან ძლიერი ადამიანთა ჯგუფი, მისი პარტია უდგას გვერდით, რომელიც დაანგრევს ყველა კედელს
"კომუნიკაცია ჩვენთან, ოჯახთან არავისთან არ აქვს, კომუნიკაცია მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირ აქვს ბრიუსელში. უკიდურესად სულელის თავშიც რომ მოიხარშოს სპეკულაცია, ისეთი როგორც ქართული ოცნების მოლაპარაკე თავები არიან, ვეღარ ექნება საფუძველი ვერანაირი იმიტომ, რომ ყველაფერი კეთდება ნულიდან. შეიძლება დღესაც შევიდეს, შესაძლო ხვალაც შევიდნენ. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის მათი მისიის შესრულებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ სააკაშვილს ძალიან ძლიერი ადამიანთა ჯგუფი, მისი პარტია უდგას გვერდით, რომელიც დაანგრევს ყველა კედელს, რომელიც აშენებული იქნება პირდაპირი გაგებით" - გიორგი ჩალაძე.