გოგა რაზმაძის საქმე - კელი დეგნანის პირველი კომენტარი

13.07.23 11:50
გოგა რაზმაძის საქმე - კელი დეგნანის პირველი კომენტარი

კელი დეგნანის პირველი კომენტარი გოგა რაზმაძის საქმეზე. ამერიკის ელჩი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი პოლიციელის მხილებას გამოძიება სჭირდება. 

დეგნანის შეფასებით ეს საკითხიი სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

"ჩვენ ყველა ძალიან ფრთხილად ვუდგებით მსგავს საკითხებს. ალბათ სამინისტროც გამოიძიებს ამ საქმეს და ადამიანის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული. საამისოდ არაერთი ინსტიტუტი არსებობს საქართველოში, ვიცი, რომ სახალხო დამცველი იძიებს ამ საკითხს და მუშაობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც" - ამბობს კელი დეგნანი.

რაზმაძემ სისტემაა გუშინ ამხილა. საჯარო წერილში გომელაურის უწყების თამაშრომელი წერდა, რომ სისტემაში სრული განუკითხაობააა, ხდება დისკრიმინაციული მოპყრობა და თანამშრმლების დევნა ფეისბუკ პოსტების გამო. 

მსგავსი სიახლეები