თუ ენმ ფიქრობს, რომ გიორგი ვაშაძეთი პოზიტივს შეიტანენ პარტიაში, ეს მათი გემოვნების საკითხია - ქადაგიშვილი
გახდება თუ არაა გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან. "სტრატეგია აღმაშენებლის" და ხაბეიშილის გუნდის შესაძლო ერთობა დღეს პოლიტიკური განხილვის მთავარი ამბავია.
"ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ენმ-ში სრული არეულობაა და თუ ჰქონიათ პარტიაში გიორგი ვაშაძეთი პოზიტივს შეიტანენ, ეს მათი გემოვნმების საკითხია.
მისი თქმით, ეს რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს ან პოზიტივს ოპოზიციონერ ველზე არ ქმნის.
"ნაციონალური მოძრაობაში სრული არეულობა არის და დაშლის პროცესი არის. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ახლა გიორგი ვაშაძეთი პოზიტივს შემოიტანენ ეს მათი გემოვნების საკითხი არის, ასე რომ გიორგი ვაშაძე ჩვენ ერთხელ უკვე გვახსოვს პრემიერობის კანდიდატი და ეს მეორე მცდელობა იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს ან პოზიტივს ოპოზიციონერ ველზე არ ქმნის არანაირად" - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.