"ყია მყრალი ადამიანის დამატება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს" - ცაგარეიშვილი, ვაშაძის ენმ-სთან შესაძლო შეერთებაზე

13.07.23 12:16
"ყია მყრალი ადამიანის დამატება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს" - ცაგარეიშვილი, ვაშაძის ენმ-სთან შესაძლო შეერთებაზე

ძველი ლიდერების ახლებით ჩანაცვლების გამო, "ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობას" დასცინის.

გია ცაგარეიშვილი გიორგი ვაშაძეს ყია მყრალ და მაწყევარ ადამიანს უწოდებს და ენმ-ს უსურვებს მშვიდობაში მოიხმაროს.

"ერთი ყია მყრალი ადამიანის დამატება სადმე პარტიულ სიაში, მაწყევრის შემომატება სადმე გუნდში, მაგრამ ეს მათი საქმეა და ვფიქრობ, რომ აი ამ, ჩვენმა ბრჭყალებში ძლევამოსილმა რიგით პირველმა ოპოზიციურ ფლანგზე რიგით პირველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ სამკაციანი პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო მათი პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს" - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

გახდება თუ არაა გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან. "სტრატეგია აღმაშენებლის" და ხაბეიშილის გუნდის შესაძლო ერთობა დღეს პოლიტიკური განხილვის მთავარი ამბავია. 

მსგავსი სიახლეები