"რუსეთზე მომუშავე, თაღლითი ან იდიოტი" - თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას წინააღმდეგ
თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას წინააღმდეგ. პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე გირჩის ლიდერს პროვოკატორს და თაღლითს უწოდებს. მიზეზი თავდაცვის სადავო კოდექსია, რომელიც პარლამენტში გუშინ მეორე მოსმენით დაამტკიცეს.
ვინ არის თანახმა და ვინ წინააღმდეგი? ხვიჩიას მიერ საკუთარი კოლეგების აფერისტობაში გამოჭერის შემდეგ, ჩარკვიანი ამტკიცებს, რომ დარბაზში მსხდომმა გირჩელებმა კოდექსის წინააღმდეგ ხმა საერთოდ არ მისცეს.
"ამას აკეთებს ან რუსეთზე მომუშავე ან თაღლითი ან იდიოტი. მითხარით სხვა რა უნდა დავარქვათ ადამიანს, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს აფხაზეთთან მიმართებით. მერე გაჰკივის, რომ მას აქვს პროგრამა ჯართან მიმართებაში, რომ სავალდებულო არ უნდა იყოს და არის ერთ ამბავში, ჩვენ წინააღმდეგს ვაძლევთ ამ პროექტს, რომელშიც მისჯასავით არის ეს და გაუთვალისწინებელი პუნქტებია და რა თქმა უნდა წინააღმდეგი მივეცი და იაგო ხვიჩია არ აჭერს წინააღმდეგის ღილაკს. თქვენთვის მომინდვია" - ამბობს თაკო ჩარკვიანი.