იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესებულია - არასამთავრობოები

13.07.23 12:25
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესებულია - არასამთავრობოები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესებულია - ამ დასკვნამდე სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივად მივიდა.

სასამართლოს გუშაგი, საია და ჯიდიაი დაკვირვების შედეგად ამბობენ, რომ კლანის გავლენების გამო საბჭო კანონებს არღვევს დარღვეულ კანონზე კი ყველა თვალს ხუჭავს. გადაწყვეტილების მიმღები ისევ კლანია, სხდომები იშლება, თუ მაინც ტარდება თავმჯდომარის გარეშე, რადგან ნინო ქადაგიძე სამსახურს გაურკვეველი მიზეზებით აცდენს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სისტემა ერთმნიშვნელოვნად ჩაკეტილობისკენ არის მიმართული, რასაც ბოლოდროინდელი პრაქტიკა მოწმობს. ის საბჭოს უპასუხისმგებლობაში ამხელს და საბჭოს თავმჯდომარეს პრობლემურობაზე საუბრობს.

"ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ სისტემა არის მიდრეკილი ჩაკეტილობისკენ, ცდილობენ, რომ დამკვირვებლების ყურადღების მიღმა ჩაატარონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები და ამას მოწმობს თუნდაც ბოლო დროინდელი პრაქტიკა. მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც საბჭოს საქმიანობაშია რაც იკვეთება ეს არის მათი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, რომელსაც ამავდროულად მეორე თანამდებობაც უკავია  და არის საბჭოს თავმჯდომარეც პასიური როლი რა თქმა უნდა პრობლემურია და ეს  მიანიშნებს იმაზე, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან ფორმალური სახით" - ამბობს "სასამართლოს გუშაგის" დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი.

მსგავსი სიახლეები