ნატოს სამიტზე უკრაინამ შედეგი მიიღო, საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო - გახარია
ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ნატოს სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინამ საქართველოსგან განსხვავებით მაქიმალური შედეგის მიღწევა შეძლო, ჩვენი ქვეყანა კი ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო ჩამორჩა უკრაინას.
ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურად შესაძლო შედეგი მიიღო. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ".- აცხადებს გახარია.