მთელი ევროპა ფეხზე დადგა - ალასანია ევროკავშირის სამედიცინო მისიის ვიზიტზე
მიხეილ სააკაშვილი პოლონელი ექიმების დასკვნის მოლოდინშია. უკრაინის მოქალაქე პაციენტი ევროკავშირის სამედიცინო მისიის დოკუმენტს ელოდება. სულ ცოტა ხნის წინ ვივა მედი პრეზიდენტის დედამ დატოვა.
გიული ალასანა ამბობს, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიის ექიმებმა რეკომენდაციები გასცეს. მისი თქმით, მთელი ევროპა დადგა ფეხზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ალასანიამ კომენტარი გააკეთა მალხაზ ურთმელიძის განცხადებაზეც და თქვა, რომ ურთმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, შეიძლება სააკაშვილს კომპლიმენტადაც მიეღო მისი ნათქვამი.
"ბევრი საათი გაატარეს და ყველაფერს აკეთებენ, რაღაც რეკომენდაციებიც გასცეს. ალბათ მერე წერილობითი ფორმითაც წარმოადგენენ ამას ყველაფერს. მე არ უნდა მქონდეს ინფორმაცია და არც მათ. მთელი ევროპა დადგა ფეხზე. ძალიან ბევრმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ჩემი შვილის სტატიები. მორე პირველი თემა გახდა ფაქტობრივად ევროპისთვის. ბატონმა ურთმელიძემ გააკეთა განცხადება, რომ კარგად გამოიყურებაო და ერთი, ბატონი ურთმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, შეიძლება ეს ჩემს შვილს კომპლიმენტადაც მიეღო". - თქვა გიული ალასანიამ.